12 საათის და 27 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ზურა ტომარაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ტომარაძეს ქართული კალათბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

ზურა ტომარაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეგენდარული ლევან მოსეშვილი შეცვალა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 2003 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. ტომარაძე ვითას, ბასკოსა და დინამო თბილისის თავკაცის რანგში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, ვისმა გუნდმაც ქვეყნის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გამარჯვება 0:2-დან მოახერხა. 1998 წელს ვითამ ფინალში რუსთავის აზოტს 3:2 სძლია.


Facebook კომენტარები