2-გზის ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა - ლაშა ბექაურმა, თბილისში გამრთულ ევროპის ჩემპიონატზე, მეორე ბრძოლაში ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი შემდგომ დაპირისპირებებში შეხვეული ხელითა და მხრით ასპარეზობდა.
დარბაზში მყოფი ადამიანებისთვის მარტივი მისახვედრი იყო, რომ ბექაურის ტრავმა იმაზე რთული იყო, ვიდრე ეს უბრალოდ წარმოგვედგინა, რადგან ცხადი იყო, რომ ბრძოლის დროს იგი მარჯვენა ხელს თითქმის ვერ ხმარობდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ტრავმიდან გამომდინარე, ტატამიზე გამოსვლა რეკომენდირებული არ იყო, ასეთი თავგანწირვითა და შეუპოვრობით იასპარეზა ლაშამ ბრინჯაოს მედლისთვის ბროლაში ფრანგ მეტოქესთან, სადაც დამარცხდა, თუმცა ქართველი ხალხის დიდი პატივისცემა და სიყვარული კიდევ ერთხელ დაიმსახურა.
სამედიცინო კვლევების მიხედვით, ლაშა ბექაურს ბიცეფსის კუნთი აქვს გაწყვეტილი, რის გამოც ოპერაცია უნდა გაიკეთოს, რის შემდეგაც 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ერთი თვიდან თვე-ნახევრამდე დაისვენებს, რეაბილიტაციის პროცესს გაივლის და შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდება.