3 საათის და 30 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ლუის ენრიკეს პირველი განცხადება პსჟ-ს გამარჯვების შემდეგ ლივერპულთან

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ვარსკვლავმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

მატჩის შემდეგ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გააკეთა:

„სამწუხაროა, ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, დავიმსახურეთ მეტი გოლის გატანა. მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა. კმაყოფილები ვართ, ჯერ კიდევ წინ არის მეორე მატჩი.“

სიურპრიზია, რომ ლივერპული ისე თამაშობს, როგორც დღეს, ჩვენ შეჩვეულები ვართ მოწინააღმდეგეების ჩვენთან ადაპტაციას. სტადიონისა თუ მატჩის მიუხედავად, ჩვენ თამაშის მოგებას ვცდილობთ. ენფილდი განსაკუთრებული სტადიონია, მაგრამ დღეს ჩვენი თამაშით კმაყოფილები ვართ.“

Facebook კომენტარები