2 საათის და 3 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რა პაუსხი გასცა კვარამ ფრანგ ჟურნალისტს, როცა მამარდაზე ჰკითხეს

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა ვარსკვლავმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

მატჩის შემდეგ ქართველმა განცხადება გააკეთა:

„ენფილდისთვის მზად ვართ. განმეორებითი მატჩისთვის მზადებას ახლავე ვიწყებთ. მეტი გოლის გატანა გვინდა.

მამარდაშვილი? ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ".

მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

Facebook კომენტარები