1 საათის და 55 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

სოლიდური ჯილდო - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა ლადო ხინჩეგაშვილმა RAF-ში გამარჯვებით

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ის ორგანიზაციაში პირველი გამარჯვება მოიპოვა და წარმატებული დებიუტი აღნიშნა.

ქართველმა ფალავანმა დამაჯერებელი გამოსვლის შემდეგ გამარჯვება იზეიმა, რისთვისაც საკმაოდ სოლიდური თანხაც მიიღო — მისი ანაზღაურება 200,000 დოლარს შეადგენს.

ხინჩეგაშვილისთვის ეს ახალი ეტაპის დასაწყისია კარიერაში, სადაც ის უკვე სხვა ფორმატში აგრძელებს ასპარეზობას და, როგორც ჩანს, წარმატებითაც.

ოლიმპიური ჩემპიონი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაღალი დონის სპორტსმენია და ახალ გამოწვევებშიც კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს.


Facebook კომენტარები