მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეჰუდოსთან გაუქმებულ ჭიდაობის მატჩს გამოეხმაურა.
"სეჰუდო ამ დილას დაიტრავმა. მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სამწუხაროდ არ შემეძლება ამ საღამოს მონაწილეობა.
"ძალიან მინდოდა ჰენრი სეჰუდოსთან დაპირისპირება. მადლობა RAF-ს ყველაფრისთვის, მათ მითხრეს, რომ საქართველოში ჩამოსვლა უნდათ. იმედია RAF-ის ღონისძიება გვექნება თბილისში ამ ზაფხულს.
"მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მალე მიხილავთ ან UFC-ში ან RAF-ში. მე მზად ვარ", - თქვა მერაბმა.